სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედიით დასრულებული ქუჩური გარჩევა - რას ჰყვება ქეთა საბედისწერო დღეზე

ჯგუფი "ა - სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთი თოფურია ოჯახზე იშვიათად საუბრობს. თუმცა, ნადეჟდა სტრელეტთან ინტერვიუს დროს, მომღერალმა გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა და ის საბედისწერო დღე გაიხსენა, როცა მამამისი ციხეში მკვლელობის ბრალდებით მოხვდა.

თოფურიამ რუსულ მედიას მოუყვა, რომ 1990-იან წლებში მშობლებთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა.

ქეთიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი მამა არასოდეს ყოფილა მკვლელი. მომღერლის თქმით, ასეთი ჭორების მიზეზი ანდროს მოზარდობის ასაკში მომხდარი შემთხვევა გახდა.

ანდრო თოფურია 17-18 წლის ასაკში ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობდა, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა. მერე ყველა ახალგაზრდა ადგილიდან გაიქცა, მხოლოდ ანდრო დარჩა. ქეთიმ განაცხადა, რომ მამამ მკვლელის ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა და ბრალი თავის თავზე აიღო.

მის გამო გაასამართლეს. მართალია, შემდეგ გაამართლეს, ამ საქმის გამო ნასამართლეობაც მოუხსნეს, მაგრამ ფრაზა, რომ ის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მაინც გაჟღერდა. მას მკვლელობა ნამდვილად არ ჩაუდენია“

შეგახსენებთ, ანდრო თოფურია 2010 წელს ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზა გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100