ნუცა ბუზალაძემ იურმალა ჩემი სიმღერით მოიგო და 70 ათასი დოლარი აიღო, მაგრამ ერთი ია და „ბანბანერკა“ არ გახსენებია – მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, ქართველ მომღერლებზე განაწყენებულია. გუშინდელ ფეისბუკ ლაივში სწორედ ქართველი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების არაჯანსაღ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მთავარ სათქმელამდე კომპოზიტორ – შემსრულებელმა, განვლილი ცხოვრება და კარიერის დასაწყისი გაიხსენა. მისი თქმით, 90-იან წლებში, როდესაც ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა, ფინანსურად უჭირდა, ამის გამო ყოველდღიურად უწევდა ბაქლავის გამოცხობა და მაღაზიაში ჩაბარება. უკვე 2 000- იანი წლებიდან კი მის დაწერილ სიმღერებს ქართველი მომღერლების დიდი ნაწილი ასრულებდა.

„ყოველთვის, ყველა მომღერალს უჭირდა სიმღერის ავტორის დასახელება. რატომღაც ეგონათ, რომ რახან იმღერეს, თვითონ იყვნენ ყველაფერი, მაგრამ ასე არ არის. სიმღერა დაგიწერა ავტორმა და შენ უბრალოდ ასრულებ. ეს პრობლემა 2000 – იანი წლებიდან იყო.

სხვებისგან განსხვავებით არასდროს ავიწყდებოდათ ავტორის დასახელება ლელა წურწუმიას, ნინიბადურაშვილსა და ნოდიკო ტატიშვილს. ახლა უკვე ბევრ მომღერალს აქვს რეპერტუარში ჩემი სიმღერა, ჰგონიათ, რომ თვითონ არიან ყველაფერი და მორჩა.

დაფიცებული მაქვს, სულ რომ მშიერი მოვკვდე, ცხოვრებაში არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თქვენი უმადური დედა ვატირე ცხოვრებაში… თავიდანვე შემეძლო ყველა მათგანზე კარგად მემღერა, მაგრამ ვიყავი ძალიან დიდი წონა, 200 კილო და ვფიქრობდი, რომ სცენას მე არ მოვუხდებოდი. ამიტომ სხვებს გადავულოცე ჩემი დაწერილი სიმღერები.“ – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

მეორე ლავში კი, რომელიც კომპოზიტორმა მოგვიანებით წაშალა, მომღერალ ნუცა ბუზალაძის მაგალითი გაიხსენა.


„ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო იურმალას კონკურსი. პრიზის სახით აიღო 70 ათასი დოლარი, თუმცა პატარა იების კონა, „ბანბანერკა“ ან „რაფაელო“ არც გახსენებია.“ – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარი