სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ ურტყამ? თუ საერთოდ არ იცი რისთვის მოხვედი და უბრალოდ კრიმინალი ხარ და ცემა ტყეპა გინდოდა?!" - ნუკი კოშკელიშვილი გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება

"როდესაც გყავს დიდი აუდიტორია, არ შეიძლება არ დააფიქსირო შენი აზრი. გუშინ მომხდარი ამბავი ტრაგედიაა. ბევრმა პოლიტიკური ელფერი მისცა მომხდარს, ზოგმა რელიგიური, ზოგმა კი ჰომოფობიური. ჩემი აზრით კი ყველაფერი ერთად იყო.
აგრესიას ვერასდროს და ვერანაირი ფორმით ვერ მივესალმები!!! მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ვინც და როგორც უნდა ისე უყვარდეს, ჩემი საქმე არავის ორენტაცია არ არის. თუ შენ არ მოგწონს და არ გინდა(არ მესმის ვინ გეკითხება ან გინდოდეს ან არ გინდოდეს, მაგრამ დავუშვათ გაქვს ახსნა), გამოდი, თქვი და დააფიქსირე შენი აზრი, ვინმე გიშლის? მე იმის ახსნას ვერავის დავუწყებ რა უნდა მოწონდეთ და რა არა, მაგრამ აზრის დაფიქსირება ცემას, ღრეობას და აგრესიას არ უნდა ნიშნავდეს.
ჟურნალისტს რომ ურტყამ, რომელიც შენ გასაშუქებლად მოვიდა, შენთვის!!რომ შენი პოზიცია გადაიღოს, მას რატომ ურტყამ? თუ საერთოდ არ იცი რისთვის მოხვედი და უბრალოდ კრიმინალი ხარ და ცემა ტყეპა გინდოდა?! ძალიან მინდა ბევრი შეურაცხყოფა მივაყენო ამ აქციაზე მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ მათნაირი ვარ… არ ვეთანხმები ჰომოფობებს, მაგრამ არ მაქვს უფლება რადგან ჩვენი ცხოვრებისეული პოზიცია განსხვავდება შეურაცხოფა ვაყენო. ხოდა აი სანამ არ ვისწავლით ამას ჩვენ არაფერი გვეშველება!!!! პატივისცემა ისწავლეთ…
რელეგიას რაც შეეხება, ბევრი დაწერს, რელიგია ამას იმას კრძალავსო, ჩვენი სარწმუნეობა იმასაც გვეუბნება რომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და იმასაც რომ არ განვიკითხოთ ერთმანეთი და ბოლოს და ბოლოს როგორ დავიჯერო რომ სულ ყველა ვინც რელიგიას ამოეფარა უცოდველია?? გახსოვთ ,”პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველია”?? მე სიკეთის მხარეს ვდგავარ და თქვენც გირჩევთ, იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ.
#ლგბტ #

აქვე მინდა ვთქვა, გუშინ არ ჩატარებულა პრაიდი! არა!!! ვის სცემდნენ? რისთვის??? რას ებრძოდნენ??? პოლიციას და ჟურნალისტებს რატომ ურტყამ? ეგ კარგი მაგალითია?" - ასე ეხმაურება გუშინდელ მოვლენებს ნუკი კოშკელიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100