სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკას დაღი დაასვა - მამა პეტრე კოლხი ოჯახურ ძალადობაზე ალაპარაკდა

ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემა “ყვითელ ყუთში” მამა პეტრე კოლხმა ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა და წამყვანის კითხვას, ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ასე უპასუხა:

“ოჯახური ძალადობა ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. მამაზე გავლენა 90-იანების მძიმე ყოფამ მოახერხა, ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ თუ სახლში ვიქნებოდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკას დაღი დაასვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას დედა ან ჩვენ, შვილები არ ვუყვარდით. ის არაჩვეულებრივი კაცია, დედის გარდაცვალებამ თუ ვინმე გაანადგურა, ყველაზე მეტად სწორედ მამაა.” – ამბობს პეტრე კოლხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100