ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსს“ პირველივე წრეში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსს“ პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილმა (33) ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან (84) მატჩი 5:7 4:6 2:6 დათმო.

ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსზე“ ასპარეზობას წყვილთა თანრიგში გააგრძელბს. 30 სექტემბერს ბასილაშვილი და რადუ ალბოტი ლეონარდო მაიერსა და გვიდო პელიას შეხვდებიან.

როგორც ჩანს, ჩოგბურთელის პირადმა პრობლემებმა კარიერაზე იმოქმედა. დრონი.ჯი ბასილაშვილს წარმატებას უსურვებს სამომავლო თამაშებში.

კომენტარი