„ამ ვიდით რამდენს ბედავ... როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ..." - ნინი ბადურაშვილის სკანდალი და მაია კაჭკაჭიშვილის მიმართვა

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.


კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ ვეღარ ფიქრობს ბულინგს ჩადის თუ ქველმოქმედებას!!! არ გამოიყვანო წყობიდან და არც მიიღებ პასუხს !! ანუ არაცნობილ ადამიანებს შეუძლიათ მიაყენონ შეურაცხყოფა ცნობილს და მათი გაბრაზებული პასუხი ბულინგია??? !!!


არ გამომიხტეთ ახლა ამ მოდური ტენდენციების მიმდევრები ბულინგი კი არა ისეთ ბულინგს ჩადიხართ ყოველდღე ვერც კი აცნობიერებთ ცნობილი ადამიანებიც თქვენნაირი ადამიანები არიან, აქვთ ნერვები, რეაქციები შეცდომები ბრაზდებიან სწყინთ და ა.შ !!!!
ცნობადობა არაფერს ცვლის მერწმუნეთ!!!

შეეშვით აგრესიებს და უკანაც არ დაგიბრუნდებათ !!!
ეს არ დამიბეჭდოთ „ფლიზ“ მაგ ჯურღმულის ნერვები არ მაქვს რო ჩაუჯდებიან და გესლს ანთხევენ კომენტარებში. ყველაფერს ჯობია შრომა შრომა და შრომა აბა ჰე…“ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარი