ანი ლორაკმა შემთხვევით აჩვენა ის, რასაც გულდაგულ მალავდა

ანი ლორაკს სამაგალითო დედად და მეუღლედ, საკმაოდ მორცხვ ქალადაც კი თვლიან. მაგრამ ზოგჯერ მორცხვ ქალებს ტანსაცმელი უმუხთლებთ ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სხვა ვარსკვლავის შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი ყოფილიყო პოპულარული კურიოზი ის, რაც ლორაკს გადახდა თავს, მაგრამ ეპიზოდმა ყველა დააინტერესა:

„საბავშვო ახალი ტალღის“ სტუდიაში სტუმრობის დროს ლორაკმა ისეთი დრეს-კოდი მოირგო, რომ ცეკვის რიტმული და მოძრავი ილეთების შესრულების დროს კაბა საგრძნობლად დაუმოკლდა და შავი ტრუსით დაფარული ინტიმური ადგილიც გამოუჩნდა. აღსანიშნავია, რომ ლორაკს კაბის გასწორება არც უცდია და ეს მხოლოდ სცენიდან გასვლის შემდეგ, კულისებში გააკეთა.

რა თქმა უნდა, მაყურებელმა დრო იხელთა და ანი ლორაკის ქვედა საცვლის ფოტოგრაფირება დაიწყო, რადგან ბევრი მიხვდა, რომ ასეთი შანსი, შესაძლოა, მომავალში არც მისცემოდათ.

კომენტარი