თურქმა მსახიობმა და ქალების გულთამპყრობელმა ბარიშ არდუჩიმ ცოლი მოიყვანა - პირველი ფოტოები ცერემონიიდან

თურქმა მსახიობმა და ქალების გულთამპყრობელმა ბარიშ არდუჩიმ ცოლი მოიყვანა - პირველი ფოტოები ცერემონიიდან. მისი რჩეული მსახიობი გუპსე ოზაია. წყვილი 6 წელია შეყვარებულები იყვნენ და მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ.

ბარიშსა და გუპსეს ქორწილი დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდათ, ბარიშმა კარგა ხნის წინ სთხოვა ხელი გუპსეს, თუმცა ქორწილს ძირითადად სამსახურის გამო დებდნენ. გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ ივლისში, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. ვინაიდან, ხელმოწერის თარიღი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ამჯერად აღარ გადადეს და ვიწრო წრეში იქორწინეს.

კომენტარი