გიორგი მასხულიას დედა პოსტის წაკითხვის შემდეგ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს - დიზაინერი იმუქრება, რომ ია ფარულავას, გიორგი ნაზღაიძესა და ადამაშვილს სასამართლოში უჩივლებს

"არაფრით დავთმობ არაფერს ამის გამო ბოლო წერტილამდე ვიბრძოლებ რომ ნინო ადამაშვილი, გიორგი ნაზღაიძე, და ია ფარულავა სამართლებრივად დაისაჯონ.
დედაჩემის გამო ცოცხლად დავწვავ ნებისმიერს არ გავჩერდები სანამ სამართალს არ მივაღწევ დავიღალე უკვე, მე ჩემით ვშრომობ და ვქვნი რაგინდათ რა შემჭამეთ ვერ გავიგე". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გიორგი მასხულია.

გავრცელებული ინფორმაციით დიზაინერის დედა გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მასხულიამ ია ფარულავას ფეისბუქ-პოსტი მიუძღვნა, სადაც იგი ფარულავს მოუწოდებდა რომ მის ბულინგს შეშვებოდა. ამ პოსტს პოსტივისწამყვანი ნინო ადამაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გიორგი მასხულიაზე დაწერა, რომ იგი ნაშვილებია და ლანდა მასხულიაც (გიორგის დედა) ვერ გახდა დედა. აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ლანდა მასხულიამ ნახა და ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მასხულია ამ ამბის გამო აცხადებს, რომ ის ნინო ადამაშვილს სასამართლოში უჩივლებს.

კომენტარი