სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ურჩევნიათ მკვდარი იყოს...ღმერთი ყველას თავისას მიაგებს" - ლევან ჯიბღაშვილის დედის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს, მსახიობს და ბიზნესმენს ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება და 5 წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

მსახიობის დედა, ნონა ჯიბღაშვილი სასამართოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

"არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ჩემს შვილს დაუკავშირდით და თვითონ გაგცემთ პასუხს. მე ზუსტად ვიცი, რომ არ მყავს არც ნარკომანი და არც ბარიგა შვილი.

მე ვიცი და უფალმა იცის, რომ ეს ასეა, დანარჩენს რაც შეეხება, ღმერთი ყველას თავისას მიაგებს.

ქართველები ვერ იტანენ ნიჭიერ და წარმატებულ ხალხს გვერდით. ურჩევნიათ მკვდარი იყოს.

მაგალითისთვის შეგვიძლია კორონავირუსის ეპიდემია გავიხსენოთ, როდესაც ძალიან ვედექით ყველა ერთმანეთს გვერდით“ – განაცხადა ნონა ჯიბღაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100