"საქართველოშიც არანაკლები სიტუაციაა" - ხატია სიჭინავა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმაურება და ყველაფერს სახლში გამოკეტვას აბრალებს

"ჩემი აზრით, ამერიკაში რაც ხდება, ეს უმართავი პროცესები, მარტო იმ საცოდავი ადამიანის უსამართლო სიკვდილით არ არის გამოწვეული. ეს ხალხი რომ გამოკეტეს, ვის რა აგრესია და უარყოფითი ემოცია დაუგროვდა, ვინ დეპრესიაშია და ვის საშინელი აგრესია აქვს, მოკლედ ვინ როგორ გაგიჟდა , ისე გამოხატა !! რა შუაშია სამართალი და მარადიორობა !! უბრალოდ ხალხი წყობიდან არის გამოსული და ესე გამოხატეს ! მიზეზიც მიეცათ ! არც ის პოლიციელი იყო ჯანმრთელი ფსიქიკის ! მეტიც ! საქართველოშიც არანაკლები სიტუაციაა. რამდენი სუიციდია იმის კვლევას რატომ არ დებენ? ხალხი ბენზინით იწვავს თავს (ზრდასრულმა ქალმა ესე დაამთავრა სიცოცხლე) და ჩვენთან რომ მსგავსი მიზეზი მიეცეს ხალხს, არანაკლებ აგრესიას და მარადიორობას მივიღებთ. მოკლედ საბოლოო ჯამში კორონა არა, მაგრამ ხალხი დახოცავს ერთმანეთს #კორონაარაჯანდაბა" - ასე ეხმაურება ხატია სიჭინავა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს და ამ მოვლენის შემდეგ გამოწვეულ ვიტარებას ამერიკაში და პარალელს საქართველოსთან ავლებს.

კომენტარი