სერიალ "ძილის წინ"-ის მსახიობები ერთად 20 წლის შემდეგ (ფოტო)

სერიალ "ძილის წინ"-ის მსახიობები, გოგოლა კალანდაძე და მალხაზ ქვრივიშვილი ერთად 20 წლის შემდეგ. ფოტოს გოგოლა კალანდაძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში.




"ძილის წინ“ — პირველი ქართული კომედიური ჟანრის სერიალი იყო, რომელიც ყოველდღიურად გადიოდა ეთერში. სერიალის პრემიერა 2000 წელს, 25 ნოემბერს შედგა და 3 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში. სერიალი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ შემოქმედებითი ჯგუფი გეგმავდა სერიალის გაგრძელებას, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო გეგმები შეიცვალა, სტუდია „აუდიენცია“ შეისყიდა ბადრი პატარკაციშვილის კომპანიამ და სერიალის გადაღებები შეწყდა. "ძილის წინ" 2003 წელს დასრულდა. ბოლო ეპიზოდი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა.

კომენტარი