სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლივუდელი ჰილარი სუონკი ნანობს, რომ გროზნოს იუბილეში მონაწილეობდა

ამერიკელი მსახიობი, „ოსკარის“ ორგზის მფლობელი ჰილარი სუონკი ნანობს, რომ მონაწილეობა მიიღო გროზნოს საიუბილეო საღამოში და რამზან კადიროვის წინადადებას დათანხმდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ „ასოშიეტედ პრეს“–ზე დაყრდნობით რადიო „თავისუფლება“ იტყობინება.

სუონკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არაფერი იცოდა იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რომელთაც კადიროვის რეჟიმი სჩადის და ასევე, სრული წარმოდგენა არ ჰქონდა ღონისძიებაზე, რომელიც გროზნოში გაიმართა.

გროზნოს საიუბილეო საღამოში მონაწილეობიდან რამდენიმე დღეში Human Rights Watch–მა ჰილარი სუონკი ჟან კლოდ ვან დამი და ვანესა მეი გააკრიტიკა იმ გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობისთვის, რომელიც გროზნოში 5 ოქტომბერს ჩატარდა. ამასთან, ორგანიზაციამ სამივეს მოუწოდა, უარი თქვან იმ ფულზე ან სხვა სახის საჩუქარზე, რაც ამ კონცერტში მონაწილეობისთვის მიიღეს. Human Rights Watch ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის თქმით, „როცა ცნობილი ადამიანები მსგავს წვეულებებში მონაწილეობისთვის ფულს იღებენ, ეს ამძიმებს იმ ადამიანთა ხვედრს, რომლებიც უფლებების დარღვევის გამო იტანჯებიან“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100