სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიას შეყვარებული უსიმპათიურესი 35 წლის დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია - აი, რას წერს რუსული მედია მომღერლის ახალი რჩეულის წარსულ რომანებზე

რუსულმა გამოცემამ peopletalk.ru-მ გაიგო თუ ვინ არის ქეთა თოფურიას ახალი შეყვარებული და ექსკლუზიური მასალაც გამოამზეურა.
რუსული მედიის ცნობით, მომღერლის ახალი რჩეული 35 წლის დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია.





წყაროს ცნობით, სწორედ ლევი ხელმძღვანელობს რუსეთის საკონტრაქტო ჯგუფს ლიბიის დასახლებაში.
დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი ლეონიდი ჰყავს, მეორედ მან 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. მათ ჰყავდათ ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ირინას თქმით, ქმარმა ის მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ პატარა გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო.
ცნობისთვის, რომ ქეთამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ახალ რომანზე: "დიახ, მე ბედნიერი ვარ და შეყვარებული ვარ, მჯერა ამ ურთიერთობის - განაცხადა თოფურიამ".
როგორც ჩანს, ქეთას ახალი რომანის დამალვა მობეზრდა და ინსტაგრამზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით: "მე შენ მიყვარხარ".


შეგახსენებთ, რომ "ა სტუდიოს" სოლისტი რუს რეპერს დიდი სკანდალით დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ გუფი ქეთას შერიგებას ეხვეწებოდა, მომღერალმა ყოფილს ღალატი არ აპატია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100