"ვინც კი ირგვლივ კაცი მყავს, ყველამ იეჭვიანა...რა ვუყო, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ" - მორიგი სკანდალური ფოტო და პოსტი იუნა შაფათავასგან

მსახიობი იუნა შაფათავა, აშშ-ში მის ახალ პროექტთან დაკავშირებით ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს:

"რაღაცას ვიღებდით წინა თვეში. ჩემი სპექტაკლის შესავალ ვიდეოს, პროექტირებული წარმოსახვით იწყება სპექტაკლი. ძალიან მინდოდა, ასე დამეწყო და მადლობა ღმერთს, მოვასწარით გადაღება (ღმერთს რა, გენიოსია ჩემი მეგობარი, რასაც სხვა დღეებს ანდომებს, ნახევარ საათში გააკეთა).
ნუ მე დამაგვიანდა, რა თქმა უნდა, გადაღების ადგილას მისვლა- ისე კი ყველაფერი ჩემზეა, როგორც ყოველთვის,იდეა, ლოკაცია, სიუჟეტი, რეკვიზიტის შერჩევა, იერსახე მსახიობის, რასკადროვკა, თანმიმდევრობა, მოლაპარაკებები, საბოლოო სახე პროდუქტის და რაც მთავარია,შესრულება.
ხო და დგანან ახლა რეჟისორი ოპერატორი და ვისთანაც ვთამაშობ და თურმე ამბობენ- yuna თუ მოვიდა და დავიწყეთ გადაღება და თუ კამერასთან მოვიდა კადრის სანახავად და კამერის გასწორება დაიწყო, აი მანდ დაგვენძრაო.
მე ხომ ეს არ ვიცი. მოვქაქანდი, ყავა, რამე, მოვიკითხე ყველა, თან წვიმდა მახსოვს, ქოლგა არ მქონდა, თმა ძლივს გადამირჩა დავლაგდით მოვემზადეთ, ინსტრუქცია რამე, კამერა გავასწორეთ იმ დონეზე, რა კადრიც მინდოდა და .....მოიცა კამერაში ჩავიხედო რა კადრი დადგა, ასი წელი არ მოვუნდეთ გადაღებას მეთქი.
მივედი კამერასთან- არ ვიცი რა იყო, რაღაც მხეცი მოიტანა, სახელურებით და ზუმებით და რა ვიცი....რა ვიცი მე კამერის? გრძნობა მაქვს უბრალოდ, ესთეტიკა მიზის კინოსი კანქვეშ.
დავდექი, ვუყურებ. ის არაა რაც მინდა. მოვკიდე ხელი ორივე მხრიდან სახელურებში და აუტყდათ ამათ სიცილი. მე რა ვიცი რას იცინიან.
მოდი მეთქი არ ვიცი ამით სარგებლობა, დამეხმარე მეთქი.
ავწიეთ დავწიეთ, ლინზა გამოცვალა, ისევ გამოცვალა, ისევ ვეჩალიჩეთ. იციაიან ჭკუაზე არ არიან.
მერე ვერ მოითმინდა ულისმა, მსახიობმა და ეუბნება ოპერატორს- რა მართალი იყავი, მაინც მოვიდა კამერასთან

ვიცნობო და ვიცოდიო. გაკეთებული გვაქვს რაღაცები ერთად. მაგრამ ფაქტია მენდობა.
საერთოდ, ეს მომწონს ამერიკაში. როცა ხედავენ, რაღაცას აკეთებ და გამოგდის, გაკეთებინებენ.
ის კი არა, სამხატვრო საბჭოზე ერთი კეკელკა რომ ახტა კინოს გადაღებამდე- იუნა არ გეწყინოს, მაგრამ ამ სცენის თამაშს სერიოზული მსახიობი სჭირდება. ითამაშებ შეეენ მაგრად?
მახსოვს, ავხედე დავხედე და - გაუპატიურებაზე მეუბნები, მე ვერ ვითამაშებ და სხვა ჩემზე კარგად ითამაშებს? კაი ბატონო. მოძებნე საქართველოში მსახიობი რომელსაც დააგლეჯენ ტანსაცმელს და გააუპატიურებენ.
ესაა ქართული მიდგომა. აა თეატრალურში არ გისწავლია?? აუუ და შენ თეატრში გინდა თამაში?
რა იყო, აქ დიპლომი როდის და სად შემიმოწმეს?
იგივე ოფიციალურ სამსახურში ქართული დიპლომის ასლით ამიყვანეს. აკეთებ და მორჩა.
გზაში ვარ, გამახსენდა უბრალოდ რაღაცისთვის ვემზადები ოპერატორს ვხვდები და ვფიქრობ, რატომ აქ არასდროს არავინ უადგილოდ არ ატრაკებს. და აწყობილია ქვეყანა, საქმეს აკეთებენ...
ჩვენთან კი....ყველა პროფესორი და საქმით კი არა, ბლატით აკეთებენ და.....ნი ხრენა არ გამოდის.
მიყვარს ჩემი სპექტაკლი. იმდენი უნდა ვამუშავო, კლასიკად ვაქციო.
ეს ის კადრია, ვინც კი ირგვლივ კაცი მყავს, ყველამ იეჭვიანა.
იეჭვიანა და სპექტაკლზე ცალკე იეჭვიანეს. რა ვუყო, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ, ერთად და ცალ ცალკე.
ჯერ ჩემი კარიერა მოდის და მერე პირადი ცხოვრება.
ეს ის კადრია, კამერა მე რომ გავასწორე.
მიყვარს ეს ცხოვრება, იცით რატომ? არ გამოილევა, რაღაცები, რისი სწავლაც გინდა....გუშინ ღამე ვფიქრობდი, კირას - სპეტაკლს- კინოდ როდის ვაქცევ და როგორ გადავიღებ.
ერთს ვთხოვ უსასრულობას- ასეთ სიცოცხლის სურვილს და წყურვილს რომ მაძლევ, იმედია, მომცემ დროსაც, შესასრულებელს.... მადლობა ყველაფრისთვის, eternity, hear me!" - წერს იუნა შაფათავა.

კომენტარი