სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რამხელა გახდა და როგორი ლამაზია პოლ უოკერის ქალიშვილი

როდესაც პოლ უოკერის ქალიშვილზე გვესმის რაიმე ამბავი, თვალწინ სწორედ ის ფოტო წარმოგვიდგება, რომელზეც მსახიობს მცირეწლოვანი გოგონა უჭირავს ხელში და ორივეს ბედნიერი სახე აქვს, თუმცა გავიდა დრო და გოგონა ისე გაიზარდა, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ეს ყოველივე იმან განაპირობა, რომ პოლი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა და მისი ოჯახის წევრები ყვითელი პრესის ფურცლებზე აღარ მოხვედრილან.

20 წლის მიდოუ უოკერმა მსახიობის ფანატებს ახლიდან მას შემდეგ შეახსენა თავი, რაც მამასთან ერთად გადაღებული ფოტოების განთავსება დაიწყო ინსტაგრამზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლი მეუღლესთან განქორწინებული იყო, ქალიშვილთან დიდ დროს ატარებდა და მათ შესაშური ურთიერთობაც კი ჰქონდათ ერთმანეთთან. მედოუს არასდროს უცდია მამის პროფესიას გაჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მონაცემებიც ჰქონდა და სურვილის შემთხვევაში პოპულარობა გარანტირებული იყო. ახლა გოგონა მოდელია და ამ სფეროში უკვე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100