ბრედლი, ახლა დაჯექი და იტირე... ირინა, ჯენიფერ ენისტონის ყოფილ ქმართან რომანზე ალაპარაკდა - ეს უკვე ბედის ირონიაა

ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ, ირინა შეიკი მუშაობაში ჩაეფლო: ის გდაღებებისთვის ისლანდიაში გაფრინდა, შემდეგ კი ფლორენციის შოურუმშიგაისეირნა Vogue– სთვის და პოდიუზეც ავიდა ადრიანა ლიმასთან ერთად.

სანამ ბრედლი ლედი გაგასთან ერთად ახალ სახლს და ცხოვრებას იშენებს, არც ირინა ზის ცხვირჩამოშვებული. მოდელი რამდენჯერმე გამოიჭირეს ჯენიფერ ენისტონის ყოფილ ქმართან, ჯასტინ ტერუსთან ერთად.

ამის შესახებ პორტალმა Gossip Cop-მა დაწერა: ირინამ თქვა, რომ ჯასტინის კომპანიაში თავს დაწყნარებულად გრძნობს. წყვილმა ერთად რამდენჯერმა ივახშმა. მოდელი ამბობს, რომ მათ შორის, რაღაც ერთგვარი უხილავი კავშირია“ - წერს პორტალი.

თუმცა, გამოცემა E! News -მა, წყაროზე დაყრდნობით, თქვა, რომ შეიკი ამჟამად არავისაც არ ხვდება:


”ირინა ორიენტირებულია ქალიშვილზე და რაც შეიძლება მეტ დროს ატარებს მასთან. რა თქმა უნდა, მას სურს მომავალში ვინმესთან იყოს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მისთვის მამაკაცი პრიორიტეტი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ივნისის დასაწყისში დაშორდნენ. ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ. წყვილი ქალიშვილს ლეას ზრდიან.

კომენტარი