სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვალები აუხვია, გარეთ გაიყვანა და ისეთი პორშე აჩუქა, რომ ჯენიფერ ლოპესმა ემოციებისგან იტირა - საქმროს სიურპრიზი მომღერალს (ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესს დაბადების დღეზე, საქმრომ, ალექს როდრიგესმა წითელი ავტომობილი პორშე კაბრიოლეტი აჩუქა, რომელიც 120 000 დოლარი ღირს.ალექსმა საყვარელ ქალს თვალები აუხვია და ისეთი სიურპრიზი მოუწყო და ჯენიფერი სიხარულისგან ემოციებს ვერ იკავებდა.

გარდა ამისა, საყვარელ ქალს დილიდანვე შეუქმნა საზეიმო განწყობა. მან სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ვიდეორგოლი დადო მათი ერთობლივი ცხოვრების ამსახველი კადრებით. “შენ ხარ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო შვილი, საუკეთესო დედა“ – მიმართა ალექსმა საცოლეს.

50 წლის იუბილე ჯენიფერ ლოპესმა მაიამის ფეშენებელურ რაიონში გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. მედიაში დახურული ზეიმის დეტალებმა, ფოტოებმა და ვიდეოებმა გაჟონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100