სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულად გარითმვა მიჭირს და ამიტომ ინგლისურად ვრეპავ, თუმცა ქართულ წინადადებებსა და დროშას ჩემს სიმღერებს ყოველთვის ვურთავ"

საქართველოში და ზოგადად ქართველებისთვის თითქოს უცხო ხილია რეპი და არ არის იმდენად პოპულარული რამდენადაც თუმდაც ამერიკაში, შესაბამისად ვერ დავიკვეხნით ამ კონკრეტულ სფეროში
(როგორც სხვა ჟანრის მომღერლებში, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს ერთმანეთზე უკეთესი და სიამოვნებითაც ვუსმენთ, ჩვენც და უცხოელი მსმელენიც), ვინაიდან თითზე ჩამოსათვლელი რეპერები გვყავს, აქედან კი გემოვნების საკითხია ვის ვინ მოეწონება და ვისი სიმღერა გახდება ჩვენთვის ფავორიტი, ისე რომ მაგალითად YouTube- ზე შევიდეთ და მის რეპს რამდენჯერმე მაინც მოვუსმინოთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კონკრეტულად ბელგიაში, ქართული საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობი თუმცა საკმაოდ ნიჭიერი, შრომისმოყვარე, და მიზანდასახული ახალგაზრდა რეპერი გიორგი მერკვილაძე, იგივე Geo47 მოღვაწეობს, რომელიც საინტერესო და გემოვნებიან მუსიკას ქმნის. დრონი.ჯი ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ ქართველ რეპერთან.

- Geo ამჟამად ბრიუსელში ცხოვრობ და რეპით ხარ დაკავებული, ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისთვის არ ხარ ცნობილი და მოკლედ რომ მოგვიყვე შენზე, თუ როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

- თავიდანვე ვიცოდი რომ რეპი იყო რისი გაკეთებაც მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა. პატარა რომ ვიყავი 50cent-ი იყო ჩემი ფავორიტი რეპერი. ალბათ დამეთანხმებით რომ, როდესაც ადამიანი რაიმეს ქმნის და ამაში დიდ შრომას დებს, უნდა რომ საზოგადოებას გააცნოს, იქნება ეს სიმღერა თუ რაიმე სხვა, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და სურვილი რომ ჩემი სიმღერები გამომექვეყნებინა სულ მქონდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გადავწყვიტე პირველი სიმღერა გამომეშვა. მანამდე ვცდილობდი რომ ჩემი ტექსტები გამეუმჯობესებინა და ამასთან ერთად მინდოდა რომ, ჩემი სიმღერები Spotify-ზე, iTune-ზე და APPle music-ზე დადებულიყო. ქართულად გარითმვა მიჭირს და ამიტომ ინგლისურად ვრეპავ, თუმცა ქართულ წინადადებებსა და დროშას ჩემს სიმღერებს ყოველთვის ვურთავ.

- ამჟამად რითი ხარ დაკავებული?

- ამჟამად ვსწავლობ უნივერსიტეტში კომუნიკაცია მენეჯმენტზე და ამასთან ერთად ვწერ სიმღერებს.

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე ?

- ჩემი დღე შედგება უნივერსიტეტით, ფიტნესზე სიარულითა და ტექსტების წერით. ვიკენდზე მეგობრებთან ერთად ვარ და საღამოობით ტექსტებს ვწერ. ასევე დიდ დროს ვატარებ სტუდიოში სადაც ვწერ ახალ სიმღერებს.

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხარ და აპირებ თუ არა საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნებას?

- რადგან აქ ბევრი საქმე მაქვს საკეთებელი, საქართველოში იმდენად ხშირად ვერ ჩამოვდივარ როგორც მე მინდა, თან ახლახანს მუსიკალური ლეიბლი დავაფუძნე, რის საშუალებითაც ვეხმარები სხვა დამწყებ არტისტებს და ამასაც დიდი დრო მიაქვს. რაც შეეხება საქართველოში ცხოვრებას, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. ამ ეტაპზე კი სწავლა და სიმღერაა ჩემი პრიორიტეტი.

- გოგოებში ალბათ დიდი ინტერესს იწვევ, როგორი გოგონები მოგწონს და არის თუ არა შენი გული დაკავებული?

- მომწონს გოგონები რომლებთანაც საინტერესოა საუბარი, პირველ რიგში ჩემთვის ეს არის მთავარი, თუმცა გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ისე მუქ თმიანი გოგონები მიზიდავს.

- შენი მეორე ნახევარი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს?

- ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა - ქართველი

- რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?

-
სწავლის პარალელურად სიმღერის გაგრძელებას ვაპირებ. მარა ზოგადად ბევრი ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ მოდით საიდუმლოდ დავტოვოთ თუმცა, უახლოეს მომავალში ჩემგან საინტერესო სიურპრიზი გელოდებათ.

დრონი.ჯი წარმატებებს უსურვებს Geo47-ს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100