სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლედი გაგამ ინსტაგრამზე რეკორდი დაამყარა

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ლედი გაგამ ინსტაგრამზე ახალი რეკორდი დაამყარა - მის პატარა ვიდეო რგოლს 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეო რგოლზე მომღერლის ახალი ტატუა გადაღებული, ნოტებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთა. მილიარდი ნახვის გარდა, ვიდეოს 700 ათასი მოწონება აქვს. ეს პირველი ვიდეოა ინსტაგრამ სივრცეში, რომელმაც ასეთი რაოდენობის ნახვები დააგროვა.

ტატუზე მომღერლის სახელი "გაგა" მუსიკალური ნოტებითაა გამოსახული და ძალიან ორიგინალურია. როგორც თავად აღნიშნა, მისი გაკეთების გადაწყვეტილება უამრავი ჭიქა ტეკილას დალევის შემდეგ მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100