მეგან მარკლის დაქალმა არქივში შენახული ფოტო გამოაქვეყნა - თინეიჯერი ჰერცოგინიის ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ

მანამ, სანამ სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, მეგან მარკლი ცნობილი მსახიობი იყო. ის ახლა დახვეწილი, კარგად ჩაცმული და მოვლილი ლედია, თინეიჯერობის ასაკში კი სხვა გოგონების მსგავსად, თავზეხელაღებული მოზარდი იყო, რომელიც მძიმე ტონალობაში გადაწყვეტილ მაკიაჟს ხმარობდა.


მეგანის ბავშვობის დაქალმა, მომღერალმა კეტრინ მაკფიმ არქივში შენახული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 2000 წელს არის გადაღებული.

"მე და მეგანი ამ პერიოდში გართობის მიზნით მუსიკას ვქმნიდით. ის გაიზარდა და ჰერცოგინია გახდა, მე გავიზარდე და ცნობილი მომღერალი ვარ" - წერს კეტრინი.

დაქალები ლოს-ანჟელესში გაიზარდნენ და ორივე მათგანი მსოფლიოში ცნობილი ქალბატონები არიან. კეტრინმა პოპულარობა ჯერ კიდევ 2006 წელს მოიპოვა მუსიკალური ტელე-შოუს "ამერიკელი კერპის" მეშვეობით.

კომენტარი