სამეფო ოჯახის წევრებს მეტსახელებიც ჰქონიათ - ნახეთ, როგორ მიმართავენ ერთმანეთს და რა საყვარელი სახელები შეარქვეს

როგორც ჩანს, სამეფო ოჯახი არც ისეთი სერიოზული და ეტიკეტურია, როგორც ერთი შეხედვით გგონიათ. აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრებიც ისეთივე ჩვეულებრივი, იუმორით სავსე ადამიანები არიან, როგრც დანარჩენი მოსახლეობა.


მეტსაც გეტყვით, მათ ზედმეტსახელებითაც კი მიმართავენ. ოჯახთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ ჟურნალ The Sun-ს გაუმხილა დეტალები, რომლებზეც აქამდე არავის ჰქონდა წარმოდგენა. ასე, მაგალითად, ქეით მიდლტონი მეუღლეს "მელოტიკოს" ეძახის მოფერებით, ეს სახელი კი მას შემდეგ შეარქვა, რაც პრინც უილიამს თმა გასცვივდა თავზე. თუმცა, ქორწილამდე ქეითი საქმროს "დიდ უილის" ეძახდა. რაც შეეხება თავად ქეითს, პრინცი უილიამი მას "ჰერცოგინია დულიტლსა" და "წრიპინა ქეითს" უწოდებს.


ალბათ გაინტერესებთ, რომელი ზედმეტსახელით მიმართავენ თავად დედოფალს, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული და მკაცრი ქალი ჩანს, თუმცა მისი სახელი იმდენად სასაცილოა, რომ მიხვდებით, ელიზაბეთ II სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ. "კომბოსტო" - ასე ეძახიან დიად დედოფალს და კაცმა არ იცის, რატომ. მხოლოდ პრინცი ჯორჯი (უილიამისა და ქეითის ვაჟი) მიმართავს მას სახელით "გან-გან".


რადგან პრინც ჯორჯზე გადავედით, გეტყვით, რომ ის ადამიანებს ეცნობა, როგორც "არჩი" - ასე შეარქვა საკუთარ თავს, ხოლო ქეითი მას მოფერებით "პი ჯის" ეძახის, რომელიც "პრინცი ჯორჯის" შემოკლებული ვარიანტია.


რაც შეეხება მეგან მარკლს, მას მამამთილმა "ვოლფრანი" შეარქვა, ერთ-ერთი მეტალის სახელი, რომელიც მეგანის სულიერ სიმტკიცესა და სიმყარეს უსვამს ხაზს.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრინც ჰარის "პოტერს" ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის მეგობარს უფრო ჰგავს, რატომღაც ეს სახელი მეტად მოახდინეს მას.


კომენტარი