გვინეტ პელტროუმ თხილამურებზე სრიალის დროს მამაკაცი დაასახიჩრა

ჰოლივუდის ვარსკვლავს, 46 წლის გვინეტ პელტროუს 72 წლის მამაკაცმა , ტერი სანდერსონმა სასამართლოში უჩივლა - ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.


როგორც მოსარჩელე აცხადებს, 2016 წელს, სამთო კურორტზე თხილამურებზე სრიალის დროს მსახიობმა მას მძიმე ტრავმები მიაყენა. თუ სანდერსონს დავუჯერებთ, დაჯახების შემდეგ გვინეტმა მშვიდად გააგრძელა სრიალი, ისე, რომ დაზარალებულისთვის დახმარება არ გაუწევია. საბოლოო ჯამში, დაზარალებული ვარსკვლავისაგან კომპენსაციის სახით 3,1 მილიონ დოლარს ითხოვს.

სანდერსონის განმარტებით, სასამართლოში გვიან იმ მიზეზით იჩივლა, რომ აქამდე სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა და დრო არ ჰქონდა სამართლებრივი დავისთვის.

თავად მსახიობი თავს დამნაშავედ არ თვლის და დარწმუნებული არის, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

კომენტარი