გუფის თინეიჯერმა საყვარელმა რეპერის სახელი ამოიტვიფრა სხეულზე და გამოსამშვიდობებელი წერილიც მიუძღვნა

მას შემდეგ, რაც გუფის თინეიჯერმა საყვარელმა რეპერისა და მომრერალ ქეთა თოფურიას ურთიერთობა დაანგრია, ხმამაღლა ისაუბრა მისი და გუფის რომანის შესახებ და ისიც განაცხადა, რომ ორსულად იყო, თუმცა მუცელი მოიშალა, ცდილობს ჯერ კიდევ არ დანებდეს და ახალ ინტრიგებს ხლართავს.


მიუხედავად იმისა, რომ იანა შევცოვამ განაცხადა მისი და რეპერის ურთიერთობის დასრულების შესახებ, ახლა გადაწყვიტა, რომ დაამტკიცოს საკუთარი გრძნობები და ხელზე ტატუთი გუფის სახელი და გვარი დაიწერა. ესეც არ იკმარა და ინსტაგრამის სთორიში დადო წარწერა, სადაც საუბრობს იმაზე, თუ როგორ ენატრება რეპერი. თუმცა ეს პოსტი გამომშვიდობებას უფრო ჰგავს:

"ძალიან მომენატრები, მიჭირს გაგიშვა, ძალიან რთულია ჩემთვის, მით უმეტეს, ეს არც ერთ ჩვენთაგანს არ უნდა. დიდი მადლობა... არც ვიცი რა უნდა გიწოდო ახლა... მადლობა იმ არარეალურად ბედნიერი წლებისთვის..." - წერს იანა საკუთარ ინსტაგრამზე.

კომენტარი