ქეთა გუფის საყვარელს საქმეებს ურჩევს - რეპერმა მათი მიმოწერა გაასაჯაროვა

გუფისა და ქეთას დაშორების ამბავს უკვე ორი კვირაა საზოგადოება აქტიურად განიხილავს - სოციალურ ქსელში დიდი უმრავლესობა წყვილს შერიგებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით რეპერმა ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო, სადაც გულახდილად ისაუბრა თავის გრძნობებზე და აღნიშნა, რომ მას ქეთა უყვარს და ყოველთვის ის ეყვარება.

"მე და ქეთა იმიტომ არ დავშორებივართ, რომ ჩემს ცხოვრებაში იანა გამოჩნდა. ქეთა ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეყვარება. იანაზე იმდენად განრისხებული ვიყავი, რომ კინაღამ გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა, თუმცა ჩემმა უფროსმა მეგობრებმა შემაჩერეს. მე რომ ყველაფრისთვის ფარდა ამეხადა, ეს იანასთვის მეტისმეტი იქნებოდა" - განაცხადა გუფიმ.

ამის შემდეგ რეპერმა სთორიში ატვირთა ქეთასა და იანას მიმოწერის სქრინები, სადაც უმეტესი ნაწილი დაფარულია, თუმცა ერთი შეხედვით ეტყობა, რომ თოფურია გუფის საყვარელს უხნის სიტუაციის არსს:

"იანა, მე ყველაფერი კარგად ვიცი, დამიჯერე, უბრალოდ თხოვნა მაქვს ასეთი - ამ ყველაფერს ნუ გამოამზეურებ" - წერს ქეთა. შემდეგი სქრინი კი იანასა და გუფს შორის მინაწერია, სადაც გოგონა რეპერს ემუქრება:

"თუ შენ გინდა, რომ ყველაფერი თქვა, მაშინ მიდი. მე მაქვს ჩანაწერები, სადაც ქეთაზე საუბრობ, ყველაფერი მაქვს. როგორც ჩანს, აიფონი მხოლოდ სათამაშო არაა, მას სერიოზული საკითხების გადაწყვეტაც შეუძლია. მე აქამდე ყვითელი პრესისთვის იმიტომ არ მიმიცია ეს ყველაფერი, რომ ქალურ ამბავში მართლა მეცოდება ქეთა, ის აქ არაფერ შუაშია, მაგრამ შენ, მხოლოდ შენ გაგწირავ, თუ გადაწყვეტ ხმამაღლა ისაუბრო ყველაფერზე, დამიჯერე უკვე გვიანი იქნება. იმედია, შევთანხმდებით" - ასე მიწერა იანამ გუფის.

შემდეგ სთორიში გუფიმა ატვრითა ვიდეო, სადაც ქეთას სიმღერა მიდიოდა ფონად, ეკრანზე კი თოფურია იყო მონიშნული და რეპერმა ასეთი ტექსტი დაურთო:

"იქნებ აქ მაინც მოვაგვარო თავად ჩემი პრობლემა, თუ არ გამომივიდა, მერე მოგმართავ დასახმარებლად" - ეს ფრაზა ბადებს ეჭვს, რომ ქეთა გუფის დახმარებას ცდილობს და სავარაუდოდ, წყვილი ნელ-ნელა აგვარებს პრობლემას, რომელიც რეპერს არასრულწლოვან საყვარელთან ურთიერთობის გამო შეექმნა.


კომენტარი