"შენ უღალატე, მან მიგატოვა, ნუ წერ, რომ კარგად ხარ" - გუფს ქეთას დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ აქვს?

ჯერ სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ქეთა თოფურიასა და გუფის დაშორების შესახებ გაიგო საზოგადოებამ, მიზეზი კი რეპერის მხრიდან ღალატი გახდა. სანამ ეს ამბავი გასკდებოდა, მანამდე წყვილმა ერთმანეთის გამოწერაც გააუქმა ინსტაგრამზე.


ქეთამ უკვე ყველა ის ფოტო აიღო, რომელიც გუფთან ერთად ჰქონდა გადაღებული, თუმცა რეპერი თავისი გვერდიდან ამ ფოტოების აღებას არ ჩქარობს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მას თოფურიასთან შერიგების იმედი ჯერ კიდევ აქვს.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, უამრავი ადამიანი გუფის ფოტოებზე სხვადასხვა სახის კომენტარებს წერენ, ძირითადად ნეგატიურს, სადაც ზოგიერთი მათგანი რეპერს ლანძღავს, ზოგიც კი ურჩევს, რომ ქეთას დაუბრუნდეს.

"ხელი ჩაკიდე და შეურიგდი, არ გაუშვა ასეთი ქალი ხელიდან"; "შენ უღალატე, მან მიგატოვა, აღიარე და ნუ წერ, რომ კარგად ხარ"; "ჯანდაბა, გუფი, მიყვარხარ და პატივს გცემ, მაგრამ როგორ შეგეძლო გეღალატა მისთვის ვიღაც არასრულწლოვანთან?" - ვკითხულობთ ინსტაგრამის კომენტარებში.

კომენტარი