დღეს "ჩცდ" იუბილარია და შვიდი წლის გახდა - აი, რას წერს და აქვეყნებს ნინო გაჩეჩილაძე (კატო)

დღეს, ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი "ჩცდ" იუბილარია. აი, რას წერს ნინო გაჩეჩილაძე ამასთან დაკავშირებით:
"დღეს "ჩცდ" იუბილარია, ზუსტად 7 წლის წინ, 2011 წლის 26 ნოემბერს "ჩემი ცოლის დაქალები" პირველად გავიდა რუსთავი-2 ის ეთერში! ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა(მათ შორის ვერც მე), რომ ამ ხნის მანძილზე ეთერში ვიქნებოდით და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მაყურებელი შემოგვიერთდებოდა... ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სერიალი უყვარს და კვირიდან კვირამდე ელოდება, განსაკუთრებით კი ვულოცავ სერიალის შემქმნელებს, სტაფს და ყველა ჩემს პარტნიორს! ჩვენ ვცოცხლობთ!"- წერს მსახიობი და სერიალის არქივის ფოტოებს აქვეყნებს, რომელთა შორის მსახიობ კოტე თოლორდავასა და ზუზუ ბეჯაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიცაა. მსახიობები, სამწუხაროდ, დღეს ცოცხლები აღარ არიან.

კომენტარი