სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუფის არასრულწლოვანი საყვარელი რეპერისგან ორსულად არის - რუსული მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გუფი ქეთას არასრულწლოვან გოგონასთან ღალატობდა.


ამის შემდეგ იანამ, რომელი ეკატერინბურგიდანაა, ერთ-ერთ რუსულ არხს მისცა ინტერვიუ, სადაც მისი და გუფის ურთიერთობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა:
"გუფი მოსკოვში გავიცანი. მან შემომთავაზა მანქანით წაყვანა, რომელსაც თავისი მძღოლი მართავდა, მეც უარი არ მიქვამს. შემდეგ ეკატერინბურგში ჩამომაკითხა, თავის კონცერტზე დამპატიჟა და მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. როდესაც მივედი მასთან, დამიწყო ახსნა, რომ ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ჩემთან ყოფნა სჭირდებოდა, ქეთასთან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და რამდენჯერმე დაშორდა კიდეც მისი მძიმე ხასიათის გამო, თუმცა ქეთა ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ გუფი შერიგებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, დამირეკა და დამემუქრა, რომ ძალიან მანანებდა, ამიტომ გადავწყიტე, სამაგიერო გადამეხადა და საჯაროდ მომეყოლა ამის შესახებ" - განაცხადა იანამ.

ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტები გუფის დაუკავშირდნენ, რომელმაც ხმამაღლა იცინა იანას განცხადების მოსმენისას და აღნიშნა, რომ გოგონა სინამდვილეში არც ისე პატარაა და მისი ასაკი 28 წელია.

დღეს დილით, იგივე მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანა გუფისგან ორსულადაა. ამის შესახებ თავად გოგონამ განაცხადა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აბორტის გაკეთება სურს. ამ კომენტართან ერთად, იანამ ინტერნეტში ორსულობის ტესტის ფოტოც დადო, რომელზეც დადებითი პასუხია დაფიქსირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100