ენრიკე იგლესიასი გამოტყდა, თუ რატომ არ ქორწინდება ანა კურნიკოვაზე

მომღერალი ენრიკე იგლესიასი მრავალი წელია ჩოგბურთელ ანა კურნიკოვასთან ცხოვრობს. წყვილს საერთო შვილებიც ჰყავთ - ტყუპებო, რომლებიც გასულ წელს შეეძინათ, თუმცა ისინი აქამდე არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში.

ამ თემას მომღერლისთვის დიდი ხანი ტაბუ ედო და ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ქორწინდება საყვარელ ქალზე, თავს არიდებდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ენრიკემ გააკეთა კომენტარი და ოჯახის შესახებსაკუთარი შეხედულება გაუზიარა საზოგადოებას:
"როდესაც წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობს, ურთიერთობის ეს ეტაპი არაფრით განსხვავდება სტატუსისგან, რომელსაც ცოლი და ქმარი ჰქვია. ჩვენ უკვე 17 წელია ერთად ვართ და რა მნიშვნელობა აქვს ამას დოკუმენტურ სახეს მივცემთ თუ არა. მე მჯერა ქორწინების, მაგრამ რომც დავქორწინდეთ ოფიციალურად, ამით ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. თუმცა ოდესმე მე აუცილებლად მომინდება ქორწილის გადახდა" - აღნიშნა იგლესიასმა.

კომენტარი