"ვისოლის" დამფუძნებლის შვილი, ჯერ მილიონერ თოშა ქებურიას ცოლის დაქალს არ დაშორებია და უკვე ახალი, უცხოელი გოგო ჰყავს - ვასკა ფხაკაძის ახალი გატაცება

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილს, ვასკა ფხაკაძეს ახალი, უცხოელი რჩეული ჰყავს. აქამდე ვასკას ქართველი მოდელი, კატია ასათიანი ჰყავდა. კატია, მილიონერ თოშა ქებურიას ცოლის, მოდელ ქეთი ჟღენტის დაქალია.




წყვილი დიდხანს ხვდებოდა ერთმანეთს და მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში გადადიოდა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. კატიას პირად ინსტაგრამზე,
ფხაკაძისგან განსხვავებით, კვლავ შეხვდებით ვასკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.


დაშორებიდან მალევე, ვასკა ფხაკაძემ ინსტაგრამის პირად გვერდზე თამამად გამოაქვეყნა ახალ რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები.


აღსანიშნავია რომ, კატია და ვასკას ახლანდელი სიყვარული საკმაოდ გვანან ერთმანეთს, როგორც ჩანს, ბიჭს შავგრემანი გოგოები მოსწონს.

შეგახსენებთ რომ,
ლევან ფხაკაძე "WISSOL" ჯგუფის ერთ-ერთი აუქციონერი და ცნობილი ბიზნესმენია.

კომენტარი