თურქი მსახიობი და ქართელი ქალების გულთამპყრობელი ბარიშ არდუჩი 31 წლის გახდა

თურქი მსახიობი და ქართელი ქალების გულთამპყრობელი ბარიშ არდუჩი გუშნ, 9 ოქტომბერს 31 წლის გახდა. დაბადების დღე მსახიობმა მეგობრულ გარემოში აღნიშნა.
ბარიში 1987 წელს შვეიცარიის ქალაქ შერცინგენში დაიბადა. მისი მშობლები: მამა - ეროლ არდუჩი და დედა - გიულაი არდუჩი, წარმომავლობით ალბანელები არიან. მსახიობს უფროსი ძმა - ონურ არდუჩი და უმცროსი ძმა - მერთ არდუჩი ჰყავს.

ბარიშს ბავშვობიდანვე უყვარდა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა: ცურვა, ყვინთვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და ტრენაჟიორები. 2016 წლის მაისში, მან კრივის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული კრივის სასწავლო EFSANE სტუდიაში და ჭიდაობის კლუბის «BVJIN» - ის აქტიური წევრი გახდა.


ასევე უყვარს მას ველოსიპედისა და მოტოციკლის ტარება, ხოლო, 2016 წლის აპრილიდან სააფროსნო (საიალქნო) სპორტის შესწავლას შეუდგა.

2007-2009 წლებში, ბარიშმა სტამბულის სადრის საოჯახო თეატრში, სამსახიობო დაოსტატების კურსები გაიარა.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდამ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

ბარიშს ნათელი, ეფექტური გარეგნობა და კარგი სამსახიობო შესაძლებლობები აქვს, ამიტომ კონსერვატორიის დამთავრების დიპლომის აღებისთანავე, მან მაშინვე შეძლო ტელე-სერიალში "Pis Yedili" / "საძაგელი მეშვიდე" - ერთ-ერთი როლის მიღება. ეს იყო 2011 წელს. პარალელურად, იგი კიდევ ორ სერიალში მიიწვიეს სხვადასხვა ტელეარხებმა. სერიალებში: " Küçük Hanımefendi" / "პატარა ლედი" და "Dinle Sevgili" / "მისმინე ძვირფასო".

2012-2014 წლებში, მსახიობი მაღალ რეიტინგულ სერიალში "ნუ მიდარდებთ" / Benim İçin Üzülme მიიწვიეს. 2014 წელს, მან ასევე რეიტინგულ სერიალში "Bugünün Saraylısı" / "დღეს თქვენი სასამართლოა" მიიღო მონაწილეობა.

2014 წლიდან მსახიობი მხატვრულ ფილმებშიც გამოჩნდა. ამავე წელს, მან რეიტინგულ ფილმში "Sadece Sen" / "მხოლოდ შენ" და ნაკლებად რეიტინგულ სურათში "Deliha" - ითამაშა. 2015 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "რაკონი: ჩემი ოჯახისთვის" / "Racon: Ailem İçin", მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით, მეოთხე სერიის გადაღების შემდეგ, მასზე მუშაობა შეწყდა და პროექტი დაიხურა.


2015 წელს სტარტს იღებს ყველაზე მაღალრეიტინგიანი და სერიოზული კომედიური დრამის ჟანრის სერიალი თურქული კინოს ისტორიაში -"დაქირავებული სიყვარული" / "სიყვარული ქირით" / "Kiralık Aşk", სადაც ბარიშმა მისი პირველი მთავარი, ფეხსაცმლის მდიდარი დიზაინერის, ომერ იპლიქჩის როლი შეასრულა, რამაც მსახიობს ფართო აღიარება მოუპოვა, როგორც თურქეთში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. პირველი სეზონის გადაღების პერიოდში, 2015—2016 წწ-ში, ბარიში აქ შესრულებული როლისთვის, ჯილდოს ჯილდოზე იღებს.

2016 წელს ტელეარხმა StarTV სერიალის მეორე სეზონის გაგრძელება გადაწყვიტა და მისი ეთერში გაშვება სექტემბრიდან დაიწყო, რომელიც 69 სერიით, 2017 წლის იანვარში დაასრულა. 2016 წლის ნოემბერში კი - მსახიობი მორიგ ჯილდოს "საუკეთესო კომედიური მსახიობი", ხოლო, სერიალი - "საუკეთესო კომედიურ სატელევიზიო სერიალი" - ღებულობს, თურქეთის პრესტიჟულ კინო-პრემიაზე "ოქროს პეპელა".

მსახიობი თავისუფლად ფლობს ოთხ უცხო ენას: ინგლისურს, თურქულს, ესპანურსა და ალბანურს. სერიალში "დაქირავებული სიყვარული", იგი ცოტას - იტალიურადაც საუბრობს.


თავისუფალ დროს, ბარიში აქტიურად მონაწილეობს ტელე და მედია-რეკლამების გადაღებებში. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. Instagram «arducbrs» - ის გვერდზე კი - 2017 წლის თებერვლის მონაცემებით მისი თაყვანისმცემლების რიცხვი - 3.4 მილიონამდე ავიდა.

მსახიობში კინოკრიტიკოსები დიდ მომავალს ხედავენ და მას თურქული კინოს ახალგაზრდა ვარსკვლავად თვლიან.




კომენტარი