ნუკი კოშკელიშვილი: გუშინ ვიყავით ყაზბეგში, ბენი არასდროს ყოფილა, მართლა სამოთხეა ეს ჩვენი საქართველო

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ყაზბეგიდან ფოტოს აქვეყნებს და აი, რას წერს:

„გუშინ ვიყავით ყაზბეგში. ბენი არასდროს ყოფილა, ჩვენი მეგობარიც ნიუ იორკიდან ჩამოვიდა და ბარემ ერთად წავედით თქო ვიფიქრე. საოცარი სილამაზეა და საოცარი სიამაყეა. დავდივართ ვათვალიერებთ და გული სულ მიფრიალებს, მინდა რომ ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიაროს. მანქანებმა არ გაგვისწრონ რომ მერე სათქმელი არ ქონდეთ გიჟივით დადიანო, ამინდი კარგი იყოს, მომსახურება რესტორანში კარგი რომ მუდამ ახსოვდეთ საქართველოში ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება. გუშინ ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიარა და მე ამაყი დედასავით მიხარია ჩემი საქართველოს წარმატება. ლამაზია ეს ჩვენი მიწა და მდიდარია საოცარი ადამიანებით, დადიხარ და გეგონება დადგმული სპექტაკლივით გხვდებიან ადამიანები, გეპატიჟებიან სადილზე, გიმღერიან სიმღერებს, გიყვებიან ანეგდოტებს...მართლა სამოთხეა ეს ჩვენი საქართველო და როგორ მინდა გავუფრთხილდეთ და უფრო და უფრო მეტმა ქვეყანამ გაიგოს ჩვენს შესახებ. გუშინ ყაზბეგში, ყაზბეგელმა მითხრა, 10 წლის წინ მიწა რომ გეჩუქებინა აქ, არავის უნდოდაო და ახლა დღეში 3000 ტურისტი ჩამოდისო. ნეტავ თუ არის კიდევ ასეთი ადგილები რომელიც 10 წელიწადში ყველაზე მაგარ ტურისტული დანიშნულებად იქცევა და ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ?!

კომენტარი