ენ ჰეტეუეის ფილმის გადაღებაში ანჯელინა ჯოლი დაეხმარა

ჰოლივუდის ლამაზმანი ენ ჰეტეუეი თურმე კომპლექსებით ყოფილა დახუნძლული და საკუთარ გარეგნობაში ძალიან ბევრ ნაკლს პოულობს. „სახის უცნაური ნაკვთები მაქვს, არაპროპორციული. მეტისმეტად დიდი ჩემი პატარა თავისთვის“.

ადრე თავისი თეძოები არ მოსწონდა. მაგრამ ამ კომპლექსის დაძლევაში ანჯელინა ჯოლი დაეხმარა. „ვგიჟდები ანჯელინაზე. ძალიან უცნაურად გავიცანი. მან მომცა საშუალება, დავხმარებოდი გაეროსთვის კამბოჯაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაში. ანჯელინა მთელი მსოფლიოდან კრებდა ხალხს და პირდაპირი ჩართვებით აკავშირებდა მათ - ასე რომ, ყველას შეგვეძლო გვენახა, რა ხდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ყოველთვის მინდოდა რაღაც ასეთის გაკეთება.

ანჯელინა ჩემს საერთაშორისო დებიუტს დაეხმარა საქველმოქმედო სფეროში. ის ცხოვრების სხვაგვარად დანახვაშიც დამეხმარა. იცით, ეს სისულელეა, მაგრამ მაგალითად, ჩემს თეძოებს ვერ ვიტანდი. ახლა მესმის, რა სასაცილოა ეს. აბა, ნაღმზე რომ ავფეთქებულიყავი, როგორც ჩემი ასაკის ბევრ გოგონას დამართვია სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებმაც ომი გამოიარეს... ამასთან შედარებით ჩემი თეძოები და მათზე დარდი ნამდვილი სისულელეა".

კომენტარი