სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქრისტიანობა საქართველოში არ არსებობს და ის, ვინც ამას რეალურად შემოიტანს, არ გვყავს“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ დომენიკ მანგოსთან

ეს ის სკანდალური ახალგაზრდაა, ფსევდონიმით „დომენიკ მანგო“, რომელმაც ქართული საზოგადოება აღაშფოთა თავისი ლაივ ჩართვებით გერმანიიდან. ის საუბობს ქართულ პრობლემებზე, ახალგაზდებს მოუწოდებს თავისუფლებისკენ და ხშირად აკეთებს აქცენტს საპატრიარქოს უსამართლობაზე. დომენიკი ახლა საქართველოში იმყოფება და დრონი.ჯი-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა.

- როდის და რატომ წახვედი საქართველოდან და რას საქმიანობ გერმანიაში?

- საქართველოდან წავედი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გარე სამყარო გამეცნო და სიახლე მიმეღო. ჩვენი ქვეყანა არის კოლბაში გამოკეტილი, სადაც სოციუმი არ გაძლევს განვითარების საშუალებას. რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია შემოდიოდეს ან შენ, ადამიანს რამდენადაც არ უნდა გინდოდეს განვითარება, თვითონ სოციუმი არ გაძლევს ამ განვითარებისა რეალიზაციის საშუალებას. საქართველოდან წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ თავისუფლება შემეგრძნო. როცა ჩავედი, საკუთარი ატელიე გავხსენი, ვკერავდი და ჩემი საქმე მქონდა. შემდეგ ვაპირებდი საქართველოსთან კონტაქტის შეწყვეტას, რადგან ძალიან გაბრაზებული ვიყავი აქაური ნეგატიური წყობით, თუმცა გადავიფიქრე და გადმოვერთე მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე.

- ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია შენი ლაივები, როგორ ფიქრობ, რატომ იწვევ გაღიზიანებას ქართველ საზოგადოებაში?

- იმიტომ, რომ მე გავხდი ერთგვარი „ლაკმუსის ქარაღალდი“ ქართველებისთვის - ყველა ადმიანს ვირეკლავ რეალურად. ჩემს ფეიჯზე დავდე ფოტო, სადაც სათაურში გამოვიტანე „რას ხედავ სურათზე“? რეალურად ეს ფოტო არის ძალიან ლამაზი და ქართველებმა რა დაინახეს იცი? – „ვხედავ გენიტალიებს“, წერენ გინებასა და ათას უბედურებას. ეს ფოტოები არის ის მაგალიტი, რითაც ვირეკლავ ქართველებს. იმ სუსტ წერტილებს ვუჩენ ამ ყველაფრით, რაზეც თვალს ხუჭავენ და ფარავენ, ხო და გაღიზიანებაც აქედან გამომდინარე მოდის - სიმართლე არ გვიყვარს.



- რატომ გამოიწვია შენში გაღიზიანება საპატრიარქომ?

- როდესაც ჩნდება კითხვა “რა პრობლემებია საქართველოში“ პირველი პასუხი არის საპატრიარქო. ამდენ ფულს ისაკუთრებენ არაფერში. ვინ არის პასუხისმგებელი ერის მორალურ განვითარებაზე? ის, ვინც ძირითად დროს უნდა ხარჯავდეს ქადაგებებსა და წირვაზე არა ფარისევლურად, არამედ რეალურად. ამის მაგივრად გადართულები არიან მილიარდებზე და დანარჩენ სისულელეებზე. ქრისტიანობა არ არსებობს საქართველოში და ის ვინც ამას რეალურად შემოიტანს არ გვყავს, ამიტომაც ვაკრიტიკებ საპატრიარქოს და ეს ინსტიტუცია აუცილებლად ჩამოინგრევა, მე არ მოვისვენებ ისე.

- შენ ქართველ ერს „ქაჯების ერს“ უწოდებ, თუ ასეთი მიუღებელია შენთვის ქართული საზოგადოება, რატომ ჩამოხვედი?

- ქართველები მისაღებნი არიან, მიუღებელია მათი ქცევები. არის მოსაზრება, რომ მე გამოკეტილი ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრს დავდივარ და ქუჩაში სიარულის დროს რას ვხედავ - ავტომობილების სიარულზეც კი ჩანს რა ქაჯები არიან, ტრორუარზე რომ მანქანა დადის და ზებრაზე რომ ადამიანი კვდება, ქაჯეთია აბა რა არის?! ქუჩაში რომ დადიხარ და ყოველ სიტყვაში გინებას აყოლებ და ამაში ყველაფერი ხელს გიწყობს. გაივლის ვიღაც და იტყვის „ჩემი დედა შე... რევაზიმ 200 ლარი წააგო“ - ეს ქაჯობა არაა? ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქაჯეთია საქართველო და თუ შენი ქვეყანა გიყვარს, რისკზეც უნდა წახვიდე, უნდა გადადგა კომპრომისული ნაბიჯები და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ეს ქაჯეთი რაღაცას დაამსგავსო.

- ბევრს საუბრობ იმაზე, რომ ქართული საზოგადოება განსხვავებულ ადამიანებს არ იღებს, ებრძვის, კლავს... ყოველივე ამას კი ქართველი ერის გაუნათლებლობით ნი. როგორ ფიქრობ, რით შეიძლება არსებულ პრობლემასთან ბრძოლა?

- არსებულ პრობლემასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არსებობს. საქართველოში ჩვენ გვაქვს ბანერები წარწერით „ნუ მომკლავ“ და სარალიძეს უწევენ სოლიდარობას. ნუ, ამაზე ხელები უნდა ავწიოთ ერთად რადგან ეს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია, მარამ მეორე ვარიანტია - შეცვლის კი ეს რამეს?! რას ვაკეთებთ ჩვენ ამით? ვერაფერს. გადადგეს მთავრობა და მოვიდეს ახალი, შევცვლით მაინც რამეს? ვერ შევცვლით იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტის ქვეყანა გვაქვს. იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, მენტალური რევოლუცია გვჭირდება. ის, რაც მიღებულია საზოგადოებაში, უნდა ამოვაყირავოთ, რადგან საქართველო არის ქვეყანა, სადაც წაღმა არაფერი დგას საერთოდ. რა ასპექტშიც არ უნდა იმსჯელო, ყველაფერი გაუკუღმართებულია და ეს გასაკვირი არცაა - ჩვენი ქვეყანა არის ძველი კომუნისტური, პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი და ეს წყობა ხალხის გასაშტერებლად ჩამოყალიბდა. თუმცა არაფერი შეგვიცვლია ამ კომუნისტური რეჟიმიდან გამოსასვლელად. ძველი კომუნისტები ვინც არიან (აი,მაგალითად „პრაიმ შოუში“ ლალი და გოგი) ახალგაზრდებს არ აძლევენ გზას, ისინი ზრდიან „კარგ, დამჯერ“ შვილებს, შვილიშვილებს და ეს თუ არ შეწყდა, მიმღებლობა არასდროს იარსებებს.



- საკუთარ თავს თუ მოიაზრებ რაიმე ნიშნით განსხვაბებულ ადამიანად?

- ჩემი გადმოსახედიდან, საკუთარ თავს მოვისაზრებ აბსოლიტურად ჩვეულებრივ ადამიანად. ამას წინად სურამელაშვილის ინტერვიუს ვუსმენდი, ხალხი გოიმს რომ ეძახის. ამ ადამიანმა თქვა „მე ვარ ის, ვინც ვარ“ ანუ მე ვარ მე და ქალის ტანსაცმელი მაცვია თუ კაცის, მე ეს ვარ! აი, გიასგან განსხვავებით საზოგადოება ნამდვილად გოიმია, რადგან არ ესმით ის პრიმიტიული რამ, რომ ადამიანი არის „მე“ ანუ საკუთარი თავი, ზუსტად უნდა იცოდეს რა სურს და იყოს ისეთი, როგორიც სურს. არ უნდა იყოს საზოგადოების მონა . ხო და მეც თავს გამორჩეულად არ ვთვლი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას სწორედ ასე წარვმარავ. ჩემი გამოხტომებიანად ვიცი რასაც ვაკეთებ. ასეთი ჩვეულებრივები უნდა იყვნენ ადამიანები და არ უნდა არჩევდნენ ერთმანეთს რაიმე ნიშნით.

- შენ, ქართველი ქართულ ცნობიერებას უპირისპირდები. როდესაც საქართველოში ცხოვრობდი, მაშინაც ასე ფიქრობდი თუ გერმანიაში ცხოვრებამ შეგიცვალა დამოკიდებულებები?

- გერმანიამ დიდი ფორა მომცა. სანამ საქართველოდან წავიდოდი მაშინაც ასეთი აზროვნების ვიყავი, ოღონდ მაშინ ყველა სფეროს ვედებოდი. სადაც აღმოვჩნდებოდი, იქ ჩემს პროტესტს გამოვხატავდი. ერთხელ, თბილისის მოდის კვირეულზე ვიყავი (მაშინ „ვდიზაინერობდი“ საქართველოში, ჰობი იყო ეს ჩემთვის) და იქ შევესწარი ფოტოგრაფების საუბარს, ლილოში ჩაცმულ გოიმებს არ გადავუღოთ ფოტოებიო. ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი იწერს რაღაც საიტებიდან ნაწარმს, რომელიც არ არის ორიგინალი. ამ რეალობაზე არ უნდა ვხუჭავდეთ თვალს. ამისთვის რა გავაკეთე? წავედი ლილოში, ვიყიდე მატერია, შევკერე ჩემს ატელიეში მაისურები და ზედ დავაწერე დიდი ასოებით „ლილო“, შემდეგ ამით წავედი მოდის კვირეულზე. როგორ არ უნდა გადაეღო ფოტოგრაფს ეს მაისური? ჩვეულებრივი სკანდალი იყო. საბოლოო ჯამში ისე გავაკეთე, რომ ეს წარწერა ყველა ფოტოგრაფს გადავაღებინე. ეს იყო ჩემი პერფორმანსი და პროტესტი.



- „პრაიმ შოუში გამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრმა გაგლანძღა კომენტარებ. გიწერენ, რომ გერმანიაში ოთახიდან ვერ გადიხარ და უსაქმურობის გამო გაქვს ლაივ ჩართვები. რას ეტყვი ამ კომენტარების ავტორებს?

- მგონი თბილისში არ ვარ ისეთი პოპულარული, როგორც გერმანიაში, თანაც ერთდროულად სამ ქალაქში. უსაქმურობის გამო არა, თუმცა ძალიან ბევრ კომპრომისზე წავედი, რათა საქართველოში ფიგურირება არ შემწყვიტა და კონტაქტი მქონოდა, ამიტომ უამრავ რამეზე უარი ვთქვი. საზოგადოება როგორია იცი? როდესაც დაინახავენ რაღაც ისეთს შენში, რაც მათში არ არის, იწყებენ ხელოვნურ აგრესიას და საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ხარ არარაობა. „პრაიმ შოუს“ რაც შეეხება, სანამ მივიდოდი წინასწარ გამოვიკითხე სახელები, გვარები და ასაკები იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს საბჭოური და კომუნისტური წყობის ტიპები ყოფილიყვნენ და საზოგადოებას დაენახა ახალგაზრდასა და მათ შორის სხვაობა. ახალგაზრდა, რომელიც არგუმენტირებულად იბრძვის და საბჭოელი, რომელიც „ჩხავის“ და გადმოსცვივდა თვალები.

- რატომ დადიხარ დაცვით?

- დაცვით იმიტომ დავდივარ, რომ ჩემს ლაივებში ჩანს მუქარები - ყველა მემუქრებოდა. ადამიანი უნდა იყო კამიკაძე, რომ ჩამოხვიდე და ასე თვითმკვლელობაზე წახვიდე. მე წინასწარ მზად ვარ იმისთვის, რომ შეიძლება მცემონ, მზად ვარ იმისთვის, რომ შეიძლება ვინმეს ცემაში შემოვაკვდე, მაგრამ ასე დავუხვდე ამ ყველაფერს, ცოტა სისულელეა. ჩემს შემთხვევაში დაცვით სიარული ძალიან ლოგიკურია. ქვეყანაში, სადაც ყველა მოკვლით გემუქრება, სისულელეა თამამად იარო, არვარ მზად თვითმკველობაზე წასვლისთვის.

- რას ეტყვი ქართველ ახალგაზრდებს და როგორი თაობა გინდა რომ იყოს საქართველოში?

- ახალგაზრდა, პირველ რიგში, უნდა იყოს გამბედავი. მას აქვს სამი თვისება, რისიც ყველა სახელმწიფოსა და ყველა სისტემას ეშინია. 1. არის გამბედაობა, 2. არის ენერგია და 3. კომპრომისები, რაზეც მას შეუძლია წასვლა - აი, ეს თვისებები გამოაღვიძონ საკუთარ თავში, რადგან საქართველოს სხვანაირად არაფერი ეშველება. უარვყოთ ძველი მიდგომები, თუ ჩვენ ჩვენ არ ვიქნებით, მაშინ არაფერს ექნება აზრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100