სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დერილ ჰანა დააკავეს

მსახიობი დერილ ჰანა დაკავებულ იქნა ვაშინგტონის პოლიციის მიერ, თეთრი სახლის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. NBC-ის ცნობით, მსახიობი ასობით თანამოაზრესთან ერთად გამოთქვამდა პროტესტს ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელმაც მომავალში უნდა დააკავშიროს კანადა და მექსიკის ყურე.

პოლიციის ოფიცრებმა რამდენჯერმე შესთავაზეს აქციის მონაწილეებს გაეთავისუფლებინათ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალი გზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ მსახიობი გამუდმებით მონაწილეობს ყველა სახის აქციებში, რომლებიც უკავშირდება გარემოს დაცვას და არაერთხელ იყო დაკავებული.

maximum

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100