"ეს გადაცემა თუ ნანუკას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, არ გამოგივიდათ" - შეროზია შმოლბერტო მავანის გადაცემაში ჟორჟოლიანის "დაცინვას" ეხმაურება

შმოლბერტო მავანი ნანუკა ჟორჟოლიანის ლექციას დაესწრო, რომელიც ჟურნალისტმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაატარა. სიუჟეტს ეხმაურება ბლოგერი გურამ შეროზია:


"მოკლედ, ეს გადაცემა თუ ნანუკას დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული - მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივიდათ და ორჯერ უფრო შემიყვარდა ნანუკა მე პირადად! და ცოტა შეგნება თუ ემოციური ინტელექტი არ უნდა, ასეთ სიტუაციაში ასე კარგად რომ დაიჭირო თავი.


ლექციის ჩაშლის მცდელობა, ხელის შეშლა, უკბილო ხუმრობები ცუდ ჩაცმულობაზე და სიცილზე და ვინმე უნიჭო ლექტორის საშინელი კომენტარი. მოკლედ, მათ ნაცვლად შემრცხვა!

არა და შმოლბერტოს ყველა სხვა ვიდეოზე მეცინებოდა ყოველთვის, ხუმრობა კარგია, უნიჭო სარკაზმი - ცუდი. ყოჩაღ ნანუკა", - წერს გურამ შეროზია.

კომენტარი