ამ ლათინური სერიალის ვარსკვლავზე, ერთ დროს, ქართველი კაცებიც გიჟდებოდნენ - მარლენ ფაველა თხოვდება

მარლენ ფაველა თხოვდება. მისი რჩეული ჯორჯ სილია. (ფოტო) წყვილმა უკვე გადაიხადა ნიშნობისა და წინასაქორწინო წვეულება.

ლათინური სერიალების ვარსკვლავი მარლენ ფაველა,რომელიც ქართველ მაყურებელს არაერთი სერიალიდან ახსოვს დღეისთვის არა მარტო ლათინო ამერიკაში არამედ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მას ხშირად ადდარებენ ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯესიკა ალბას,რაც მის პოპულარობას ერთი ორად ზრდის. მარლენი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, რითაც მის თაყვანისმცემლებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ მსახიობის ცხოვრებას.


ვარსკვლავური საათი ფაველას ცხოვრებაში მაშინ დადგა, როდესად სერიალში „ველური კატა“ მიიწვიეს. ყველას გვახსოვს ალბატ ეს სერიალი თუ რა პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში.

კომენტარი