მსახიობი, რომელიც „მარტო სახლში“ თამაშობდა, გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჯონ ჰერდი, რომელსაც ყველაზე მეტად იცნობენ ფილმებიდან „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“, 73 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯონი ამ ფილმებში მთავარი გმირის, ქევინის მამის როლს თამაშობდა და მისი პოპულარობაც სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა.

ჯონი კალიფორნიის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვნეს გარდაცვლილი. მსახიობი იქ ოპერაციის შემდგომ დაბინავდა. მან მიკრო ქირურგიული პროცედურა ჩაიტარა ზურგის არეში 19 ივლისს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ზემოთ აღნიშნული ფილმებისა, ჯონი ასევე თამაშობდა ფილმში „დიდი“ და სერიალში „სოპრანოს კლანი“.

კომენტარი