ჯორჯ მაიკლის მემკვიდრეობაში ნათესავები ერთმანეთს ეცილებიან

ჯორჯ მაიკლის თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ვერ ინელებენ საყვარელი მომღერლის სიკვდილს, მიდიან მის სახლთან, ყვავილებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და გულწრფელი სინანულით ტირიან. ამასობაში კი მუსიკოსის ნათესავები და ახლობლები ჯორჯ მაიკლის ქონებაზე ერთმანეთს ედავებიან. მომღერალმა, უკვდავი ჰიტების გარდა, დიდძალი ფული და უძრავი ქონება დატოვა ლონდონში, ნიუ-იორკსა და სიდნეიში, ასევე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები. ამასობაში ირკვევა ისიც, რომ იგი ანონიმურად ეწეოდა ქველმოქმედებას და მილიონებს სწირავდა ავადმყოფი ადამიანებისა და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯორჯ მაიკლს მეუღლე და შვილები არ ჰყოლია, მისი ქონება მხოლოდ ანდერძით უნდა გადაეცეს კონკრეტულ პიროვნებებს. ამ ქონებას კი უამრავი მსურველი გამოუჩნდა, რომელთა შორის არიან მომღერლის ნათლული, რომელიც მსახიობისა და პროდიუსერის, მარტინ კემპის შვილია. მოლოდინის რეჟიმშია ასევე ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილი, მუსიკოსის და, ბოიფრენდი, მისი ახლო მეგობარი და მომღერალი ჯერი ჰოლიველი.

თუმცა, სანამ ჯორჯ მაიკლს არ დაკრძალავენ, მისი იურისტი ანდერძს არ წაიკითხავს. არ არის გამორიცხული, მთელი ქონება ისევ იმ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცეს, რომელსაც მომღერალი წლების განმავლობაში სწირავდა თანხებს.

კომენტარი