„ტრანსფორმერების“ მესამე ნაწილში, ფილმ „კუნძულიდან“ ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ჩანს ფრაგმენტები ფილმიდან „კუნძული“, რომლებიც „ტრანსფორმერების“ მესამე ნაწილშია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ რეჟისორს ორივე ფილმში, რამდენიმე ერთნაირი კადრი აქვს გამოყენებული.

ერთ–ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა „ტრანსფორმერებისა“ და „კუნძულის“ ავტორბოლა შეადარა ერთმანეთს. მსგავსება განსაკუთრებით შესამჩნევია ეპიზოდში, რომელი 54–ე წამზე იწყება.

ფანტასტიკური თრილერი, „კუნძული“ კინოეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა. ფილმში მთავარ როლს, სკარლეტ იოჰანსონი და ოუენ მაკგრეგორი ასრულებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნამუშევარმა 36 მილიონი ამერიკული დოლარის შეგროვება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი 126 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. რაც შეეხება საერთო თანხას, ფილმმა მწარმოებლებს 163 მილიონი ამერიკული დოლარი მოუტანა.

„ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარის“ მსოფლიო პრემიერა კი მიმდინარე წლის 23 ივნისს შედგა. ფილმმა პირველივე კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში 162 მილიონის, მსოფლიოს სხვა რეგიონებში კი, 210 მილიონი ამერიკული დოლარის შეგროვება შეძლო.

კომენტარი