სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

40 წლის ბექემი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს, ნახეთ რა კომენტარი გააკეთა მან

დევიდ ბექემი გავლენიანმა ჟურნალმა ფიფლ ცოცხლებს შორის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

„ის არის რომანტიული ქმარი და თავდადებული მამა“ - წერს ჟურნალი 40 წლის ექსფეხბურთელზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ბექემმა.

„ვფიქრობდი ვადა გამივიდათქო, მაგრამ დიდი მადლობა ფიფლს აღიარებისა და კომპლიმენტისთვის!

ყოველთვის დარცხვენილად ვგრძნობ თავს, როდესაც ამ სტატუსს მანიჭებენ.

ეს ფაქტი ძალიან გააბედნიერებს დედაჩემს და გააცინებს ჩემს შვილებს, რადგან ისინი ხედავენ როგორ გამოიყურება მამა დილაობით“ - წერს დევიდი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა როდესაც ბექემს სექსუალური მამაკაცის ტიტული მიანიჭეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100