ნიჭიერი მხატვრი და მუსიკოსი გიორგი პაპკიაური გამოფენას მართავს

ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი და მუსიკოსი გიორგი პაპკიაური რამდენიმე დღეში გამოფენას გამართავს.

გიორგის შემოქმედებას ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა მისი ნახატები ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოიფინა და გაყიდა ამერიკის წამყვან გალერიებში ( ერთ-ერთი ნახატის მეპატრონე Robert Klein-ი).

2004წ. გერმანიის ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა Edit Felman-მა მისი ნამუშევრები გამოფინა გერმანიაში ახალგაზრდა მხატვრების კონკურსში სადაც პირველი ადგილი მოიპოვა. 2011 წ. სტამბულში მიწვეული იყო ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა-კონკურსზე.

P.S. გიორგი ასევე მღერის, წერს ლექსებს და ქმნის კომპოზიციებს საკუთარი სიმღერებისთვის, ამ ეტაპზე მუშაობს საკუთარ ალბომზე.

გიორგი პაპკიაური: ეს ჩემი პერსონალური გამოფენა იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ზეთში შესრულებული 30 ნამუშევარი აბსტრაქციაში. ჩემი ნახატები არის ცოტა ბავშური,თანამედროვე და მრავალფეროვანი. დაგეგმილია შოუ პროგრამა, ბევრი სიურპრიზი და საინტერესო ჩართვები. საღამოს ძალიან ბევრი ცნობადი სახე დაესწრება და მათ შორის ჩემთვის უსაყვარლესი ნინო ქათამაძეც... მოკლედ დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.

გამოფენა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება.

კომენტარი