შვარცენეგერის საყვარელმა მკერდი გაიდიდა

არნოლდ შვარცენეგერის საყვარელმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. ამ და სხვა პიკანტურ თემებზე იმ ქალბატონის ნათესავმა ისაუბრა, რომელთანაც არნიმ მარია შრაივერს უღალატა.

მილდრეტის ნათესავმა პირველად ისაუბრა უცხო ქვეყნის ჟურნალისტებთან მისი ახლობელისა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის რომანზე. აღმოჩნდა, რომ შვარცენეგერის შვილი მსახიობის პრემიერებზე დადიოდა და არ იცოდა, რომ ეკრანზე საკუთარ მამას უყურებდა.

„ჯოზეფისთვის არნოლდი ყოველთვის იდეალი იყო. ის მუდმივად „ტერმინატორ 2“–ს უყურებდა, ეს ფილმი ძალიან უყვარდა. შვარცენეგერის ოჯახი კი ჩვენთვის მუდამ მეორე ოჯახად ითლებოდა. არნოლდი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, მას ყველასთან უნიკალური ურთიერთობა ჰქონდა. მას ჯოზეფიც ძალიან უყვარდა, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია მისდამი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება.“ – აღნიშნა ჯორჯა პენამ.

არნოლდი შვილსა და მის დედას უცხო ქვეყანაში, პრემიერებზეც ატარებდა. პენამი აღნიშნავს, რომ თავს გასულელებულად გრძნობს. „ვგრძნობდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ, თავს მოტყუებულად ვგრძნობ. ჩვენ ვხუმრობდით კიდევაც, რომ არნოლდი ჯოზეფის მამა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ყოველივე სიმართლე იყო. როცა ეს სიტყვები მილდრეტთან ერთად ვთქვით, იგი გაწითლდა და გვითხრა, რომ სასაცილოები ვიყავით.“

ჯორჯას უჭირს იმაზე საუბარი, ჰქონდა თუა არა დეიდამისს არნოლდთან ხანგრძლივი რომანი, თუ ყოველივე ერთი ღამით შემოიფარგლა. მიუხედავად სირთულისა, იგი ვერ აკონკრეტებს, მაგრამ მაინც ამბობს რომ მათ სექსუალური კავშირი მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ.

ახალგაზრდამ დასძინა, რომ მილდრედი სამჯერ იყო დაქორწინებული და მკერდზე პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა. აღნიშნული ოპერაცია შვარცნეგერს ნამდვილად არ დაუფინანსებია.

კომენტარი