სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

90-იანი წლების თინეიჯერებს ეს ამბავი ძალიან გაახარებთ

90-იანი წლების მეგაპოპულარული ჯგუფები Backstreet Boys და Spice Girls შესაძლოა სცენას დაუბრუნდნენ. საუბარია ერთჯერად მსოფლიო ტურზე, რომელიც ორივე ჯგუფის გეგმებში შედის.

ბექსთრით ბოისის სოლისტმა ბრაიან ლიტრელმა, გაზეთ სანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახალი დაწყებული არ არის. სფაის გელსის გოგონებს იდეა მოსწონთ და მათი პასუხია „რატომაც არა“ თუმცა კონკრეტულ ქმედებებზე ჯერ არცერთი ჯგუფი არ გადასულა.

ბოიბენდი Backstreet Boys 1993 წელს შეიქმნა და დღემდე მოღვაწეობს, თუმცა მათი პოპულარობის პიკმა დიდი ხნის წინ გაიარა. რაც შეეხება 1994 წელს ჩამოყალიბებულ Spice Girls-ს ეს ჯგუფი 2000 წელს დაიშალა, თუმცა 2007 წელს ისევ აღსდა, მაგრამ დროებით, 2012 წელს გოგონებმა ერთობლივი მოღვაწეობა ისევ შეწყვიტეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100