ფარულავა:დღეიდან ჩემი ოჯახური მდგომარეობა საზოგადების განსჯის საგანი აღარასოდეს გახდება

ია ფარულავა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. აი რას წერს მსახიობი:

ჩემი პირადი ოჯახური სიტუაციისადმი დაინტერესებული სხვადასხვა მედია საშვალებებისა და კერძო პირების საყურადღებოდ; გადახედეთ რამდენი საინტერესო ოჯახი იქმნება და შენდება. ისაუბრეთ მათ შესახებ, აიღეთ მათგან მაგალითები, შეაქეთ ან გააკრიტიკეთ ისინი. მე და ჩემი მეუღლე კი ჩვენი ურთიერთობებით ზუსტად 6 თვის განმავლობაში ვაკმაყოფილებდით საზოგადოებრივ ინტერესს. მაგრამ ჩვენი ქვეყანის კეთილდღეობა არც დაწყებულა ტარიელ სუარისა და ია ფარულავას ურთიერთობით და არც მთავრდება ამით. დღეიდან ჩემი ოჯახური მდგომარეობა საზოგადების განსჯის საგანი აღარასოდეს გახდება. ვთვლი რომ 6 თვე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხალხს ამ თემაზე ესაუბრა. პატივისცემით.

კომენტარი