სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინც უილიამსა და კეიტ მიდლტონს „ჩვეულებრივი ცხოვრება“ სურთ

პრინც უილიამსა და მის მეუღლეს სურთ, რომ ყოველგვარი სამეფო ტიტულების გარეშე, რაც შეიძლება „ჩვეულებრივი ცხოვრებით“ იცხოვრონ. კეიტ მიდლტონმა გადაწყვიტა სამეფო წესების გვერდის ავლა და ყოველგვარი მომსახურე პერსონალის გარეშე ცხოვრობს. უილიამსაც სურს მეუღლის მაგალითს მიბაძოს. როგორც მან განაცხადა, პრინცს სიამოვნებს, როცა საკუთარ გარდერობს თავად არჩევს.

ბრიტანელებს კი ასეთი დემოკრატიულობა ძალიან მოსწონთ. როგორც ბრიტანული გამომცემლობები იუწყებიან, რამდენიმე დღის წინ, მიდლტონი მაღაზიაში დააფიქსირეს, სადაც იგი, როგორც ყველა ჩვეულებრივი დიასახლისი, პროდუქტებს ყიდულობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100