სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მეორე ოლიმპიური მედალი - ლაშხის ვერცხლი

6 აგვისტოს ხანგრძლივი, ემოციებით აღსავსე და დამღლელი დღე ქართული დელეგაციისათვის შედეგიანად დასრულდა - ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე რევაზ ლაშხმა საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოუპოვა - ქართველი ფალავანი 60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში გუშინ გვიან ღამით ირანელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

გუშინვე ახლოს იყვნენ ბრინჯაოს მედლებთან ბერძნულ-რომაული სტილის კიდევ ორი ჩვენი მოჭიდავე - 84 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლა სკანდალურად დასრულდა - საქართველოს ნაკრების წევრს გურამ გეგეშიძეს ფაქტობრივად ჩამოართვეს გამარჯვება.

ყაზახ დანიელ გაჯიევთან მესამე გადამწყვეტ სეტში ერთ-ერთი გდების დროს ქართველმა ორი ქულა მიიღო, შემდეგ მეტოქის მწვრთნელებმა გააპროტესტეს და მსაჯებმა გეგეშიძეს ეს 2 ქულა ჩამოართვეს და მეტოქეს 1 ქულა მისცეს. ამ ყოველივეს პროტესტი ქართული მხრიდანაც მოჰყვა, მაგრამ მსაჯებმა აღარაფერი შეცვალეს და ბრინჯაო ყაზახმა აიღო.

+120 კილოგრამში ასევე მე-3 ადგილისათვის ფინალი იჭიდავა ქართველმა მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა თურქ რიზა კაიალპთან ორ სეტში თითო ქულით დათმო და ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

105 კილოგრამი წონითი კატეგორიის საქართველოს ნაკრების ძალოსანს გია მაჭავარიანს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ატაცში 185 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში სამივე ცდა გააცუდა და გათამაშებას გამოეთიშა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100