სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეძლებს თუ არა ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას?!

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა, მან სასწაულის მოხდენა ნამდვილად შეძლო. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ესპანეთმა სამჯერ ზედიზედ უმაღლესი ტიტულების მოპოვება მოახერხა: 2008 წელი - ევროპის ჩემპიონი, 2010 წელი - მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წელი - კვლავ ევროპის ჩემპიონი. მოახერხებს თუ არა ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას?

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ჩავი ერნანდესი გახლავთ. 2014 წლისთვის იგი უკვე 34 წლის იქნება. მიუხედავად ამისა, იგი ფეხბურთისთვის თავის დანებებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

„თუ თავს კარგად ვიგრძნობ და შესაბამის ფორმაშიც ვიქნები, რა თქმა უნდა ბრძოლას განვაგრძობ. ჩვენგან საუკეთესო ფხბურთსა და მხოლოდ გამარჯვებას ელიან. ეს კი ჩვენში ბრძოლისუნარიანობას აღვივებს“, - აღნიშნავს ჩავი.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ალონსო 32-ის, ინიესტა და ტორესი კი 30 წლისები იქნებიან. რა თქმა უნდა ეს ასაკი არც თუ ისე კრიტიკულია ფეხბურთის სამყაროში, მაგრამ შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები არსებული ფორმის შენარჩუნებას ამას მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევაფასებსთ.

ესპანეთის ნაკრები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეფე ხუან კარლოსს შეხვდა. ამის შემდეგ კი მათ საკუთარი გამარჯვება და მიღწევები მადრიდის ქუჩებში მიმოსვლით იზეიმეს.

აუცილებლია ერთი კურიოზული სიტუაციაც აღინიშნოს. ესპანეთის ნაკრებმა ევრო-2012-ის თასი კინაღამ კიევში დატოვა. მაშინ, როდესაც ფეხბურთელები ავტობუსიდან თვითმფრინავში გადადიოდნენ, თასი არავის არ გახსენებია. „დანაკარგი“ მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ესპანეთის საფეხბურთო დელეგაციამ თვითმფრინავში საკუთარი ადგილები დაიკავა და საორგანიზაციო საკითხების განხილვა დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100