სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდინიოს ბრაზილიაში ფულს აღარ უხდიან და მახაჩკალაში მიდის

2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელს მეოთხე თვეა საკუთარი ხელფასი აღარ უხილავს.

ბრაზილიურ კლუბ „ფლამენგოში“ ფინანსური პრობლემებია. კლუბი აღარ ასრულებს საკუთარ მოვალეობას ფეხბურთელებისთვის თვიური ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებით. ეს ვითარება კი უკვე მეოთხე თვეა გრძელდება.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა გამომცემლობებმა გაავრცელეს. როგორც ისინი იუწყებიან, ყველასათვის ცნობილი რონალდინიო უახლოეს მომავალში კლუბის მფლობელებს სატრანსფერო სიაში შეყვანას მოსთხოვს. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ანაზღაურების გარეშე კლუბის სასიკეთოდ მუშაობას არ გააგრძელებს.

თავისმხრივ „ფლამენგოს“ ეკონომიკურმა კრიზისმა გაახარა მახაჩკალას „ანჟის“ ტექნიკური დირექტორი რობერტო კარლოსი, რომელიც ფეხბურთელის შესყიდვას გეგმავს. მან რონალდინიოს კამერუნელ სამუელ ეტოო-სთან ერთად თავდასხმაში მუშაობა შესთავაზა.

მოგეხსენებათ რონალდინიო და ეტოო „ბარსელონაში“ ერთად თამაშობდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს ფეხბურთელები ერთმანეთს არც თუ ისე წყალობენ. ამ პრობლემამ შესაძლოა რონალდინიოს ტრანსფერი შეაყოვნოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100