დიეგო არმანდო მარადონას 38 მილიონ ევროს ედავებიან

იტალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, 1984-91 წლებში, როდესაც დიეგო მარადონა "ნაპოლიში" თამაშობდა, იგი გადასახადებს თავს არიდებდა და ამჟამად, 38 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თავად მარადონა, რომელმაც იტალიურ "La gazzetta"-ს უთხრა: "გადასახადების გადახდისთვის თავი არასდროს ამირიდებია. მეტიც, მეზიზღება ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს. ასე რომ, მსგავსი ბრალდებები ჩემზე ორმაგად მოქმედებს. მე მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იტალიის ხელისუფლების არაფერი მმართებს.

არ ვიცი, ვის არგებს მსგავსი ცნობების გავრცელება. პირადად მე, დასამალი არაფერი მაქვს. ამჟამად, დუბაიში ვარ და ვმუშაობ. როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, ნეაპოლში დავბრუნდები და ამ პრობლემას სამუდამოდ მოვაგვარებ".

კომენტარი